суббота, 16 мая 2015 г.

რეფლექსია-მეცხრე დღე

დღეს დავამთავრეთ ტრენინგი, კი ვიღლებოდი, მაგრამ მაინც გული მწყდება რომ დასრულდა, საკმაოდ საინტერესო ტრენინგი იყო, მივიღე დამატებითი ინფორმაცია, გავიღრმავე არსებული ცოდნა. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, არსებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, უკეთეს პროექტებს დავგეგმავ.
არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს ღრმად და მრავალმხრივ განათლებულ ტრენერს იმ დაუღალავი და დაუძარელი მუშაობისათვის, რაც მან ამ ცხრა დღის განმავლობაში გაწია, ვისურვებდი მსაგვი ტრენინგები მრავლად ჩატარებულიყოს,
მომავალ შეხვედრამდე.

пятница, 15 мая 2015 г.

რეფლექსია-მერვე დღე

მიუხედავად იმისა,რომ დღეს ტრენინგი გაკვეთილების შემდეგ გვქონდა და ცოტა დაღლილი ვიყავი, ამან მაინც არ შემიშალა ხელი საკმაოდ ნაყოფიერად მემუშავა , საკმაოდ წარმატებული დღე იყო, ავტვირთე ყველა მასალა, კმაკოფილი ვაარ საკუთარი თავით, მაგრამ ბოლომდე მაინც არაა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა. დღეს ვისწავლე როგოორ უნდა მივაბა პრეზენტაციას დამატებითი ფაილები.
დღევანდელი დღესაც ისეთივე სასიამოვნო და თბილი სამუშაო გარემო იყო, როგორც დანარჩენი დღეები, განსხვავება ის იყო, რომ დღეს საკმაოდ თბილი მზე გვითბობდა გარემოს.

вторник, 12 мая 2015 г.

რეფლექსია-მეშვიდე დღე

დღეს 12 მაისია, საქართველოსთვის და თითოეული ქრისტიანი ქართველისთვის მნიშვნელოვანი დღეა, 20 საუკუნის წინ წმინდა ანდრია პირვლადწოდებულმა დადგა ფეხი ჩვენს მიწაზე და გვიქადაგა ჭეშმარიტი ღმერთი, მთლიან საქართველოს ვულოცავ ამ ღირშესანიშნავ დღეს.
ჩვენი ტრენინგი თითქმის დასასრულს უახლოვდება, იმდენად საინტერესო ტრენინგია, გული მწყდება, რომ მალე დავამთავრებთ, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მომეწონა, ვისწავლეთ google-ს ფორმები, განსაკუთრებით მომეწონა ტესტების შექმნის ფორმები, გარდა ამისა დამატებითი პროგრამების შესახებ გავიგე,კიდევ სად შემიძლია ტესტების გაკეტება დიდი მადლობა ბატონ დავითს, იმისათვის რომ ყოველთვის მაძლევს დამატებით ინფორმაციებს თუ რამე მაინტერესებს ტრენინგის გარეშე.

воскресенье, 10 мая 2015 г.

პროექტის პორტფოლიო

რეფლექსია-მეექვსე დღე

დღეს უკვე მეექვსე დღეა რაც ჩვენი ტრენინგი დაიწყო, დღითი-დღე ვიღრმავებ ცოდნას ახალი ინფორმაციებით, დღეს ვისწავლე როგორ უნდა მივაბა ინტერნეტბმულები, პროექტის პროცედურები და თანმიმდევრობა. საინტერესო დღე იყო.კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს, ბატონ დავითს, დაუღალავი მუშაობისათვის.

суббота, 9 мая 2015 г.

რეფლექსია-მეხუთე დღე

დღეს წარვადგინე გამზადებული ბუკლეტი, სასწავლო მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები, ცუდი არ იყო, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ახალი ინფორმაციის მიღებით.
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ წვიმს, განწყობა მაინც დადებითი მაქვს.

воскресенье, 3 мая 2015 г.

რეფლექსია-მეოთხე დღე

დღევანდელი დღე, ისევე როგორც წინა დღეები, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლე თუ როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ვისწავლე drive-ში მუშაობა, ეს ჩემთვის ახალი ინფორმაცია იყო. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, სამუშაო გარემო ძალიან სასაიმოვნო და თბილია, დღევანდელი დღე თანამშრომელმა განსაკუთრებით გამიხალისა ერთ-ერთი ფოტოს გამოგზავნით, მან კარგად იცის რა მახარებს.